შამილაძე ვახტანგ მამიას ძე
შამილაძე ვახტანგ მამიას ძე

შამილაძე ვახტანგ მამიას ძე (15.IX.1935, სოფ. ახალშენი, ხელვაჩაურის რ-ნი - 5.XII.2010, დაკრძალულია ფერიის საზ. მოღვაწეთა პანთეონში, ბათუმი), ქართვ. ეთნოლოგი და კულტ. ისტორიკოსი, საქართვ. მეცნ. აკად.  წ.-კორ. (1986). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,მესაქონლეობა დასავლეთ საქართველოში:აჭარის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით” (1964). ისტ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფ. (1986). დაამთავრა თსუ-ის  ისტ. ფაკ-ტი (1958).  სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბათუმის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის უფრ. ლაბორანტი (1959-1961); საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოლ. ინ-ტის ასპირანტი (1961-1964); ამავე ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1965-1966); საქართვ. მეცნ. აკად. ბათუმის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1966-1969); ამავე ინ-ტის სწავლული მდივანი (1969-1976); საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოლ. ინ-ტის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვ. (1976-1977); ბათუმის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (1977-1980); სწავლული მდივანი (1979-1980); დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1980-1983); თსუ-ის ეთნოლოგიის კათედრის გამგე (1984-2006);  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის პროფ. (შეთავსებით, 1994-1997). ეწეოდა პედ. საქმიანობას თბილ. და ბათუმის სახელმწ. უნ-ტებში. ავტორია 7 მონოგრაფიისა და მრავალი ნაშრომისა, რ-იც განიხილავს ქართვ. ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი ზოგად თეორიულ ასპექტებს, ეთნოგრ. მეთოდიკასა და მეთოდოლ. საკითხებს. იგი აშშ-ში კავკ. კულტ. შემსწავლელი საზ-ბის წევრია(1993-დან).  არჩეულ იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კავკ. ქვეყნებთან სამეცნ. თანამშრომლობის კომისიის თავ-რედ (1977). იყო საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი  პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“ (1995-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1999-2004). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: ზოგადი და საქართვ. ეთნოლ., რეგიონალური ეთნოლ., ეთნოლ. წყაროთმცოდნეობა, მეთოდოლოგია, კულტ. ანთროპოლ., ეთნოსის თეორ. საფუძვლები, ეთნოსი და ეთნიკურობა, ზოგადი და საქართვ. ეთნოლ. ისტ., ახ. და უახლესი მიმდინარეობები ეთნოლოგიაში. გამოქვეყნებულია აქვს 160 სამეცნ. შრომა. იყო: ისტ. მეცნ. კანდ.(1965); ისტ. მეცნ. დოქტორი (1980); პროფ. (1986). მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლ. საბჭოს სიგელი (1978).  

თხზ.: შამილაძე, ვ. (2001). ქართველ და უცხოელ მოგზაურ-მკვლევართა ეთნოლოგიური ცნობები კავკასიის ხალხების შესახებ : უძველესი დროიდან XIX ს. დასასრულამდე. თბ., უნივერსალი, ISBN: 9992881216; შამილაძე, ვ. (2001). ლიტერატურული ტრადიციები კავკასიის ხალხთა ერთიანი წარმომავლობის შესახებ პალეოანთროპოლოგიური და ეთნოარქეოლოგიური მონაცემების შუქზე. თბ., შამილაძე, ვ. (2009). საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია = История этнологии Грузии = History of ethnology of Georgia : [დამხმარე სახელმძღვანელო], წ. 1. თბ., უნივერსალი; შამილაძე, ვ. (2010). ახალი და უახლესი თეორიული მიმდინარეობანი ეთნოლოგიაში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეში = Новые и новейшие теоретические течения в этнологии во второй половине XIX-XX в. = New theoretical directions in ethnology in the second half of the 19 th - 20 th century : პრიმორდიალიზმი, პასიონარიზმი, რაციონალურ-ინსტრუმენტალისტური ორიენტაცია, კონსტრუქტივიზმი : [მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941171512.